ლიბიელი მიგრანტების გემის ჩაძირვას 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ხმელთაშუა ზღვაში ლიბიიდან იტალიის კუნძულ ლალპედუზასკენ მიმავალი გემი ჩაიძირა. მის ბორტზე 700-ზე მეტი ლიბიელი მიგრანტი იმყოფებოდა. იტალიის და მალტის სამაშველო სამსახურებმა ამ დროისთვის მხოლოდ 28 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენები დაღუპულებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
კატასტროფა ღამის საათებში მოხდა, რამაც სამაშველო სამუშაოები გაართულა. მაშველები ზღვაში ბევრ ცხედარს პოულობენ. ეს აფრიკიდან იტალიისკენ მიმავალი მიგრანტებით სავსე გემის მეორე კატასტროფაა ბოლო 10 დღის განმავლობაში. გასულ კვირას ლიბიიდან იტალიისკენ მიმავალი გემის ჩაძირვას 400 მიგრანტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები