ხმელთაშუა ზღვაში 700-მდე მიგრანტს ეძებენ
ხმელთაშუა ზღვაში 700-მდე მიგრანტს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ლიბიის ნაპირებთან ამობრუნებული ხომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ. ბორტზე 500-დან 700-მდე მიგრანტი იყო, თუმცა გემმა გუშინ ღამით დაიწყო ჩაძირვა. ამ დროისთვის გადარჩენილია 28 ადამიანი. სამაშველო ოპერაციაში იტალიის გემები და მალტის სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობენ. სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.