ალექსანდრე ზახარჩენკო მინსკის ხელშეკრულების ჩაშლაზე საუბრობს
დონეცკის თვითგამოცხადებული ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო მინსკის ხელშეკრულებას ეჭვქვეშ აყენებს. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კიევი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს არ აღიარებს, ხელშეკრულება შესაძლოა ჩაიშალოს.
“თუ დათანხმდები რაღაცის მოგვარებას, შემდეგ უნდა იმოქმედო და ამისათვის ნაბიჯები გადადგა. უკრაინას არ სურს ამ საკითხების გადაჭრა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ მინსკის შეთანხმება არ განხორციელდება”, – განაცხადა ზახარჩენკომ.