დავით საყვარელიძე: ქრთამის სახით 10 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ამბობს, რომ მას თვეში 10 მილიონი დოლარის ოდენობის „შავ ხელფასს“ სთავაზობდნენ. საყვარელიძე აცხადებს, რომ პროკურატურის თამამშრომელთა მხოლოდ 30%-ს არაკორუმპირებული კადრები შეადგენს.
„თუ თქვენ მეკითხებით, მთავაზობდნენ თუ არა ქრთამს – დიახ მთავაზობდნენ. 10 მილიონ დოლარს ყოველკთვიურად. მე უარი ვთქვი“, – განუცხადა საყვარელიძემ ჟურნალისტებს საინფორმაციო პორტალ youngukraine.net-ს.
„საქართველოში ჩვენ გამომძიებლების მატერიალური მოტივაციის სისტემა გვქონდა შემუშავებული. თუ გამომძიებელი რამდენიმე მილიონი დოლარის სისხლის სამართლის საქმეს გახსნიდა, ის ბონუსების სახით რამდენიმე ათასს მიიღებდა“, – ამბობს საყვარელიძე. საყვარელიძე პროკურატურაში მომუშავე კადრების შემცირების და დარჩენილი მუშაკებისთვის ხელფასის გაზრდის ინიცატივით გამოდის. მისი თქმით, უკრაინის გენერალური პროკურატურის რეორგანიზაცია 20 ივლისისთვის უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები