ბორის აკუნინი – რუსეთი მტერს ჰყავს ოკუპირებული
ცნობილი რუსი მწერალი, წარმოშობით ქართველი ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ის რუსეთში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებს.
„ჩამომიყალიბდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთს მტერი მართავს. იქ გამეფებულია შოვინიზმი, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა. რუსეთში დავბრუნდები, როდესაც იქ ატმოსფერო შეიცვლება“, – განუცხადა ლონდონში მყოფმა აკუნინმა „ბი-ბი-სის“. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ვლადიმერ პუტინი კი არ არის, არამედ პრობლემა ადამიანების ტვინშია. „ვიდრე მოსახლეობა არ მიხვდება, რომ მათ ატყუებენ, ვიდრე ოდნავ მაინც არ გაიზრდებიან და დამოუკიდებლად აზროვნებას არ ისწავლიან, მდგომარეობა არ გამოსწორდება“, – აცხადებს აკუნინი.