„ფორსაჟი-7“-მა კინოჩვენებაში უკვე 1 მილიარდი დოლარი მოაგროვა
„ფორსაჟ-7“- მა კინოჩვენებაში 1 მილიარდი დოლარი 17 დღეში მოაგროვა. „ჰოლივუდ რეპორტერის“ ინფორმაციით, ამით მან კინოჩვენების რეკორდი დაამყარა. აქამდე რეკორდსმენებად ითვლებოდნენ ფილმები: „ავატარი“, „შურისმაძიებლები“ და „ჰარი პოტერი“. „სიკვდილის საჩუქარი. მე-2 ნაწილი». მათ ეს შემოსავალი 19 დღეში მოაგროვეს. სპეციალისტების პროგნოზით, ამ მძაფრსიუჟეტიანი ფილმიდან საერთო შემოსავალი 1,4 მილიარდი დოლარი იქნება.