18 აპრილი
10:00
ურეკის კულტურის სახლში, კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“ გაიმართება.
10:15
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იური ვაზაგაშვილის აფეთქებისთვის ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა მტკიცებულებები გააჩნია დაცვის მხარეს, რის მიხედვითაც აცხადებს, რომ ვაზაგაშვილი „ფ 1“ ტიპის ხელყუმბარით არ აფეთქებულა და ხელყუმბარა სასაფლაოზე მიიტანეს; მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
10:30
„კვირას“ პრესკლუბში კრიმინალისტიკური ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი, რომელიც ჩართულია იური ვაზაგაშვილის აფეტქების საქმეში, პასუხს გასცემს ადვოკატ სოსო ჯოგლიძის კითხვებს „ფ 1“ ტიპის ხელყუმბარას აფეთქებასთან დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
მარნეულში, სოფელ ჯანდარში, შპს „აგროინვესტ 146“-ის სამაცივრე კომპლექსის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვგან აბდულაევი, ქვემო ქართლის რეგიონში რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
11:00
კულტურის სამინისტროში, რუსთაველის თეატრში დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და მუსიკოსი დავით ევგენიძე გაუძღვებიან.
E1
11:00
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომდგენლებს შეხვდება.
11:00
თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელსმოაწერენ. მისამართი: შარტავას ქ.7 საკონტაქტო პირი: 595 52 11 52 ნათია ლეშკაშელი
13:00
საქართველოს 71 მუნიციპალურ ცენტრში, სტარტს ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრი – „ინტელექტის დღე” ერთდროულად აიღებს.
13:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ ჯანსუღ კეკელიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია “კარტოგრაფია და თანამედროვეობა” გაიმართება.
14:00
სავაჭრო ცენტრში „საბა“ და მასთან არსებულ საბაღე ცენტრ „საბა გარდენის“ ტერიტორიაზე, ნერგების ფესტივალი – Green Fest-ი გაიმართება, რომელსაც ქალაქის მერი დავით ნარმანია დაესწრება.
14:00
ბათუმში, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მოადგილეები, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. მისამართი: მაზნიაშვილის ქუჩა #9
20:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტი „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“ გაიმართება.