მოსკოვის სასამართლო ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას არ დათანხმდა

მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. დაცვის მხარემ ორი არგუმენტი მოიყვანა – ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში მისი წევრობა და მტკიცებულებები სავჩენკოს უდანაშაულობის შესახებ. ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ხელშეწყობას აბრალებენ. საკუთარ უდანაშაულობაზე სასამრთლოზე სავჩენკომაც ისაუბრა. „არ არსებობს არ ერთი მტკიცებულება, რომ მე რუსი ჟურნალისტები მოვკალი. მე 9 თვე ციხეში არაფრის გამო ვიმყოფები“, – განაცხადა სავჩენკომ. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ ნადეჟდა სავჩენკო ციხეში დარჩეს და მის წინააღმდეგ საქმე არ შეწყდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები