რომის პაპი კუბაში ჩასვლას გეგმავს

რომის პაპი ფრანცისკი მიმდინარე წელს კუბაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ვატიკანის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ეს არის რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის მესამე ვიზიტი კუბაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა. 1998 წელს იქ იოანე პავლე მეორე იმყოფებოდა, ხოლო 2012 წელს კუბაში რომის პაპი ბენედიქტე XVI ჩავიდა. რომის პაპი ფრანცისკე მიესალმება აშშ-ს და კუბას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ექსპერტები ამ პროცესში ვატიკანის როლის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობენ. რომის პაპი კუბაში ამერიკის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში ჩადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები