სამხრეთ აფრიკაში ადგილობრივი რასისტები უცხოელ მიგრანტებს აწიოკებენ

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში უცხოელი მიგრანტების კუთვნილი რამდენიმე მაღაზია და ავტომანქანა დაწვეს. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, არეულობების შესაჩერებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იოჰანესბურგში დაფიქსირებულია თავდასხმები ემიგრანტებზე სომალიდან, ეთიოპიიდან და მალავიდან. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ემიგრანტების ნაკადმა შეიძლება ქვეყანაში უმუშევრობა გაზარდოს, რომელიც დღეს 25%-ს შეადგენს. იოჰანესბურგამდე არეულობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეორე მსხვილ ქალაქში – დურნაბში დაიწყო. იქ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 6 ადამიანი მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები