უკრაინაში 300 ამერიკელი მედესანტე ჩავიდა

აშშ-ს შეიარაღებული ძალების 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის სამხედროები უკრაინაში ჩავიდნენ, ამის შესახებ ტვიტერის ოფიცილურ გვერდზე აშშ-ს ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაეტმა დაწერა. მისი თქმით, ამერიკელი მედესანტეები ქალაქ ლვოვში უკრაინელი სამხედრობისთვის სწავლების ჩასატარებლად ჩაფრინდნენ. თავის მხრივ, ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამერიკელი მედესანტეები უკრაინელ სამხედროებს დამატებით სწავლებას ჩაუტარებენ, რაც მათ შეიძლება საბრძოლო მოქმედებებში დასჭირდეთ. ამერიკელი სამხედროების გარდა უკრაინელ სამხედროებს წვრთნებს დიდი ბრიტანეთის ინსტრუქტორებიც ჩაუტარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები