პუტინის წარმომადგენელს ციმბირის ოლქში ხანძრების ორგანიზებაში ოპოზიციაზე აქვს ეჭვი
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ციმბირის ფედერალურ ოლქში ნიკოლაი როგოჟკინი ეჭვობს, რომ ბაიკალის ტბის სიახლოვეს მასშტაბური ხანძრები დივერსიის შედეგია. როგოჟკინის აზრით, რეგიონში „ოპოზიციონერი დივერსანტების ჯგუფი მოქმედებს“. პრეზიდენტის წარმომადგენელს ეს ეჭვები იმის გამო გაუჩნდა, რომ ხანძარი ერთდროულად ბევრ ადგილას დაიწყო. იმიერბაიკალეთში ტყის ხანძრები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ცეცხლმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი მთლიანად გაანადგურა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.