ნავალნი და კასიანოვი 2015–2016 წლების არჩევნებში მონაწილეობას ერთად მიიღებენ

რუსეთის „პროგრესის პარტია“ და „რპრ-პარნასი“ 2015 წლის რეგიონულ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი საარჩევნი სიით მიიღებენ. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ოპოზიციის ლიდერებმა ალექსეი ნავალნიმ და მიხეილ კასიანოვმა მოაწერეს ხელი.
ნავალნი და კასიანოვი აცხადებენ, რომ საარჩევნო სიებში მხოლოდ მათი პარტიის წევრები არ შევლენ. მათი თქმით, „ის ღიაა ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის, ვინც მათ ფასეულობებს იზიარებს“. ალექსეი ნავალნის „პროგრესის პარტიას“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ნავალნი ამბობს, რომ მოლაპარაკებაში სხვა პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც შეიძლება ამ კავშირს შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები