ინდოეთში ქაშმირელი სეპარატისტების ლიდერი დააკავეს
ინდოეთის პოლიციამ ქაშმირის სეპარატისტების ლიდერი მასარათ ალამი დააკავა. ალამას საპროტესტო აქციების დროს არეულობისკენ მოწოდებებში ადანაშაულებენ. კერძოდ, პოლიციის ინფორმაციით, ქაშმირელი სეპარატისტი მოუწოდებდა მომხრეებს პაკისტანის დროშების ფრიალს და ანტიინდური ლოზუნგებით გამოდიოდა. ალამი ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა, მან ოთხწლიანი სასჯელი მოიხადა ანტისამთავრობო არეულობის მოწყობის ბრალდებით, რასაც 2010 წელს 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.