რიო – დე – ჟანეიროს ტბაში 21 ტონა მკვდარი თევზი აღმოაჩინეს (ვიდეო)

21 ტონაზე მეტი მკვდარი თევზი აღმოაჩინეს რიდრიგო დე ფრეგასის ტბაში, რომელიც ბრაზილიის უმსხვილეს ქალაქ რიო-დე- ჟანეიროსთან მდებარეობს. გარემოს დაცვის სამსახურებს თევზის მასობრივი დახოცვის შესახებ ადილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა. ამ სამსახურის ინფორმაციით, თევზის დაღუპვა გარემოს დაბინძურებით არ არის გამოწვეული. ძლიერმა წვიმებმა ტბაში წყლის დონის მატება, წყლის ტემპერატურის მკვეთრი დაწევა და ჟანგბადის შემცირება გამოიწვია. ამ ტბაზე ჩატარდება 2016 წელს შეჯიბრი სპორტის წყლის სახეობებში ზაფხულის ოლიმპიადის ფარგლებში. ამის გამო ტბა რიდრიგო დე ფრეგასის ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო დროს ძალზე აქტუალური გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები