აშშ-ს კალიფორნიის შტატში მიწისძვრა მოხდა
კალიფორნიის ქალაქ სან-ფერნანდოში 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები მთელი კალიფორნიის ტერიტორიაზე იგრძნობოდა. გაზეთ The LA Times-ის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ მიწისძვრა ნავთობის მოპოვების პროცესში მიწის ბურღვის სამუშაოებმა გამოიწვია. თუმცა სპეციალისტები ამ თეორიას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ჭაბურღილებზე გაცილებით უფრო ღრმად მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა. კალიფორნიაში მიწისქვეშა ბიძგები საკმაოდ ხშირი მოვლენაა.