ევროკავშირმა თურქეთს სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა

ევროპარლამენტი მოუწოდებს თურქეთს, ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1916 წლებში სომხების დევნა გენოციდად შეაფასოს. შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტმა ოთხშაბათს მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასი წლის წინ მომხდარი მოვლენების გენოციდად აღიარება თურქი და სომეხი ხალხების შერიგებას ჩაუყრის საფუძველს. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჯერ კიდევ კენჭისყრის წინ მის „უმნიშვნელობაზე“ საუბრობდა. მისი თქმით, თურქეთს ეს დანაშაული არ ჩაუდენია, ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუციას „ერთ ყურში შევუშვებთ და მეორე ყურიდან გამოვუშვებთ“. 1915 წლის მოვლენებს თურქეთი გენოციდად არ აღიარებს. ანკარის აზრით, მაშინ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი საომარი მოქმედებების და შიმშილის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები