თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის მარტყოფში ცენტრი აშენდება

თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის მარტყოფში ახალი ცენტრი აშენდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დევნილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა. მისი თქმით, შენობის მშენებლობას ამერიკული მხარე დააფინანსებს. “აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულმა ვიზიტმა შედეგი უკვე გამოიღო – სულ მალე დაიწყება თავშესაფრის მაძიებელი უცხოელებისთვის ახალი ცენტრის დაპროექტება-დაფინანსება, რომელიც მარტყოფში აშენდება და 80 ადგილზე იქნება გათვლილი. ამის თაობაზე აშშ-ის სარდლობის ევროპის წარმომადგენლობასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და საკითხი დადებითად გადაწყდა, რის შესახებაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გვაცნობა”, – განაცხადა დარახველიძემ. მისივე თქმით, ახალი თავშესაფრის სრული კაპიტალიზაცია 2 მილიონ ლარამდე ჯდება. მშენებლობა წელს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები