ვლადიმერ პუტინი დღეს მოსახლეობასთან „პირდაპირ ხაზს“ გამართავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობასთან დღეს ტრადიციულ „პირდაპირ ხაზს“ გამართავს. მისი ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მოხდება. შეკითხვებს სპეციალური ცენტრი უკვე ერთი კვირის განმავლობაში აგროვებს. შემოსულ კითხვებს შორის, ძირითადად, არის სიტუაცია უკრაინაში, ფასების ზრდა, სამედიცინო სფერო. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს მიმართეს კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“ მშენებლებმა, რომლებსაც უკვე 4 თვეა ხელფასი არ მიუღიათ. რამდენ ხანს გაგრძელდება პუტინის „პირდაპირი ხაზი“, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები