კიევში უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი მოკლეს

კიევში, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ნაპოვნია უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატის ოლეგ კალაშნიკოვის ცხედარი. სამართალდამცველების ცნობით, კალაშნიკოვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს კალაშნიკოვის მკვლელობის რამდენიმე ვერსია, მათ შორის მისი პოლიტიკური და ბიზნესსაქმიანობა.
„გარდაცვლილმა ძალიან ბევრი იცოდა, ვინ და როგორ აფინანსებდა ე.წ. ანტიმაიდანს, რომელიც უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს იანუკოვიჩს დღეში რამდენიმე მილიონი გრივნა უჯდებოდა. ამ საიდუმლოებებს ის საფლავში წაიღებს, თუმცა მხოლოდ მან არ იცოდა. ვინ აფინანსებდა „ანტიმაიდანს“ – დაწერა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები