ევროკავშირმა კომპანია Google-ი ანტიმონოპოლიური წესების დარღვევაში დაადანაშაულა
ევროკომისიის გამოძიების შედეგების მიხედვით, კომპანია Google-ს ემუქრება ჯარიმა 6 მილიარდი დოლარის ოდენობით. კომპანიას საკუთარი პროდუქტების პრივილეგირებული გავრცელების გამო კონკურენციის კანონების დარღვევაში ადანაშაულებენ. კორპორაცია Google-ს 10 კვირა მიეცა ამ ბრალდებებზე საპასუხოდ. გარდა ამისა, ევროკომისია მობილური ოპერატიული სისტემა Android-ის სარეკლამო საქმიანობის გამოძიებასაც აპირებს. ევროკომისიამ გამოძიება Google-ის წინააღმდეგ 2010 წლის შემდეგ დაიწყო, სწორედ ამ დროს კომპანიებმა: Microsoft-მა Tripadvisor-მა და Streetmap-მა ევროპის კომისიას კონკურენციის ჩახშობის საჩივრით მიმართეს. კომპანია Google ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და მათ გასაჩივრებას აპირებს. ექსპერტების აზრით, ამ საქმის განხილვა შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს.