ირანული მედიის ცნობით, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ხოსნი მუბარაკი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი ავრცელებს. ხოსნი მუბარაკი ეგვიპტის პრეზიდენტი 30 წლის განმავლობაში იყო, 2011 წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა. ეგვიპტის ახალმა ხელისუფლებამ მუბარაკი დააპატომრა და მას რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენა. ეგვიპტის გენერალური პროკურატურა მუბარაკის სიკვდილით დასჯასაც კი მოითხოვდა. თუმცა სასამართლომ საბოლოოდ პოლიტიკოსი გაამართლა. ხოსნი მუბარაკის გარდაცვალების შესახებ ეგვიპტის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები