კანარის კუნძულებთან რუსული თევზსაჭერი გემი ჩაიძირა
რუსული თევზსაჭერი გემი „ოლეგ ნაიდიონოვი“, რომელსაც კანარის კუნძულების პორტ ლას-პალმასში ხანძარი გაუჩნდა, ზღვაში გაიყვანეს, სადაც ის ჩაიძირა. ესპანური სააგენტო EFE-ს ცნობით, ჩაძირვის მომენტში გემზე ეკიპაჟი არ იმყოფებოდა. ეკიპაჟის 72-ვე წევრი ხანძრის დაწყების შემდეგ ევაკუირებული იყო.
შეგახსენებთ, რომ პირველ აპრილს ოხოტის ზღვაში რუსეთის თევზსაჭერი გემი „დალნი ვოსტოკი“ ჩაიძირა, რის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა.