ჩინეთი დალაი ლამას ამერიკის დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებს
ჩინეთის მთავრობა ტიბეტის სულიერ ლიდერს დალაი ლამას ამერიკის დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებს. ამ დასკვნას ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული „თეთრი წიგნი“ შეიცავს. დოკუმენტის მიხედვით, გასული საუკუნის 50-იან წლებში ტიბეტში შეიარაღებული ამბოხების დროს დალაი ლამა აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსგან სამხედრო დახმარებას იღებდა.
„ტიბეტში სამხედრო ამბოხების დროს CIA- მ არა მარტო გააგზავნა საკუთარი აგენტები ტიბეტში, არამედ ხელი შეუწყო დალაი ლამას გაქცევას. ის ასევე ტიბეტელ „ბოევიკებს“ ამზადებდა და ავიაციის მეშვეობით მათ იარაღს აწვდიდა“, – ნათქვამია „თეთრ წიგნში“. ამ დოკუმენტში მითითებულია, რომ დალაი ლამას ურთიერთობა CIA-თან მის „მაღალ ზნეობრივ სტატუსთან შეუსაბამობაში მოდის“.