რომის პაპის IPad-ი 40 ათას დოლარად გაყიდეს
iPad-ის პლანშეტი, რომელიც რომის პაპს ფრანცისკეს ეკუთვნოდა, ურუგვაის “კასტელსის“ აუქციონზე 40 ათას დოლარად გაყიდეს. ურუგვაის მედიის ცნობით, პაპმა ეს პლანშეტი ურუგვაელ მღვდელს გონზოლო აემელიუსს აჩუქა და კეთილი საქმისთვის მისი გამოყენება უსურვა. საქველმოქმედო აუქციონი მონტევიდეოში ჩატარდა. პლანშეტი შეიძინა უცნობმა პირმა, რომელმაც ყველაზე დიდი თანხა ტელეფონით შესთავაზა. iPad -ის გაყიდვისგან შემოსული თანხები ურუგვაის გაჭირვებულთა ერთ-ერთ სკოლას მოხმარდება.