კუბელი ემიგრანტის შვილი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა

აშშ-ს „დემოკრატიული პარტიიდან“ ჰილარი კლინტონის მიერ საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შემდეგ, ამერიკელმა „რესპუბლიკელებმა“ საპასუხო ნაბიჯი გადადგეს. საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის შესახებ ფლორიდის სენატორმა მარკო რუბიომ განაცხადა. ის კუბელი ემიგრანტების შვილია და, როგორც მას უწოდებენ, ახალი თაობის პოლიტიკოსია. „რესპუბლიკელების“ „ამომავალი ვარსკვლავი“ რუბიო ამერიკული „პოლიტიკური დინასტიების“ წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებს. საუბარია, პირველ რიგში, კლინტონების და ბუშების დინასტიაზე, რომლებიც უკვე მე-4 ათწლეულია აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში წამყვან პოზიციებს ინარჩუნებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მარკო რუბიოს თავისი თანაპარტიელის – ფლორიდის გუბერნატორის ჯებ ბუშის წინააღმდეგაც მოუწევს გალაშქრება, რომელიც კლინტონების კონკურენტ კლანს ეკუთვნის. მარკო რუბიომ უკვე გააკრიტიკა აშშ-ს ხელისუფლების პოზიცია ირანთან მიმართებაში და ასევე მოუწოდა აშშ-ს საზოგადოებას, წინ აღუდგეს რუსეთისა და ჩინეთის აგრესიას. რაც შეეხება 67 წლის ჰილარი კლინტონის მიმართ დამოკიდებულებას, მას რუბიო „გუშინდელი დღის პოლიტიკოსს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები