გაეროს უშიშროების საბჭომ იემენელი ამბოხებულების წინააღმდეგ ემბარგო დააწესა
გაეროს უშიშროების საბჭომ იემენში ამბოხებული ხუსიტებისთვის იარაღის მიწოდებაზე სანქციები დააწესა. იარაღზე სანქციების გარდა, პერსონალური სანქციები მათი ლიდერების წინააღმდეგ არის დაწესებული. უშიშროების მუდმივ წევრთა შორის რუსეთმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ემბარგო მხოლოდ ხუსიტების წინააღმდეგ კი არა, კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის მიმართ უნდა შემოეღოთ. ამბოხებულ ხუსიტებს და იემენის სამთავრობო ჯარებს შორის უკვე რამდენიმე კვირაა გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. იემენის პრეზიდენტი აბდ რაბო მანსურ ხადი ქვეყნიდან გაიქცა და ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება.