აშშ რუსეთს სოციალურ ქსელებში ომს უცხადებს

აშშ რუსეთის პროპაგანდასთან საბრძოლველად 15,6 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს სოციალურ ქსელებში: „ვკონტაკტე“, ოდნოკლასნიკი“, „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ . ეს თანხა მომავალ ფინანსურ წელს იქნება ათვისებული.
ამერიკის სამთავრობო ორგანიზაცია „მაუწყებლობის საკითხებში მმართველთა საბჭომ“ უკვე წარადგინა განაცხადი პრაღაში ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ. ის რადიო „თავისუფლების“ ბაზაზე შეიქმნება რუსეთის მედიასფეროში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
ეს ორგანიზაცია მუშაობას არა მარტო სოციალური ქსელების მეშვეობით წარმართავს, არამედ აამოქმედებს პოპულარულ მესენჯერს: WhatsApp მობილური პლატფორმის მეშვეობით ახალი აუდიტორიის მოსაზიდად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები