რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთში სამხედრო წვრთნები დაიწყეს
რუსმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორიაზე ტაქტიკური წვრთნები დაიწყეს. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ინფორმაციით, მანევრები ალაგიაზის პოლიგონზე მიმდინარეობს.
წვრთნებში ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს და 300-დე ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ნაღმმტყორცნები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.