პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების აქტი გამოსცა. პრეზიდენტმა 78 პატიმარი შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალებული 78 მსჯავრდებულიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებას 57 პატიმარი დღესვე დატოვებს,ხოლო 21 მსაჯავრდებულს სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდება.
ქორიძის განცხადებით, 21 შეწყალებული პატიმრიდან ნაწილს სასჯელის ვადა გაუნახევრდა, ნაწილს კი დარჩენილი ვადის 1/3 მოაკლდება. შეწყალების კომისიამ სულ 460 მსაჯავრდებულს საქმე განიხილა.