როგორი ამინდებია მოსალოდნელი 14-დან 19 აპრილამდე

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 14-დან 19 აპრილამდე, ძირითადად, თბილი ამინდები შენარჩუნდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ, 15 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, თუმცა 16 აპრილიდან კვლავ უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. „ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. 16 აპრილიდან კი მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და 19 აპრილამდე თბილისამინდები შენარჩუნდება. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა 15-16, ხოლო 16 აპრილიდან 20-22 გრადუსი იქნება“, – განაცხადა გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები