14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღნიშნავენ
საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. აღნიშნული დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება. მაშინ ქართულმა ინტელიგენციამ, საზოგადოებასთან ერთად, მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რათა ხელი შეშლოდა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ქართული ენა საქართველოში შესაძლოა, გაუქმებულიყო. აღსანიშნავია, რომ “მცირე ენების” გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.