კოტე თოლორდავას სამშობლოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ

კოტე თოლორდავას საქართველოში ხუთშაბათს გადმოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მსახიობს კვირას დაკრძალავენ. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა მოსკოვში, მისი გარდაცვალების მიზეზი კი სამშობლოში გადმოსვენების შემდეგ გახდება ცნობილი. კოტე თოლორდავა ორი დღის წინ მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც ის ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. თოლორდავა თბილისში მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები