თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან-საბას, ინგოროყვას, ლეონიძის, ჩიტაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 აპრილს, 10:00-17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), მელიქიშვილის, ბაქრაძის, ქიაჩელის, კოსტავას, ახვლედიანის, ვაშლოვანის, ნიკოლაძის, ეკალაძის, კობახიძის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, ძმები ზუბალაშვილების, ზიჩის, ჟორდანიას, ბესიკის, შევჩენკოს, აბაკელიას, გრიბოედოვის და ყაზბეგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო, ამავე დღეს, 11:00-16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ლაღიძის, ობოლაძის და მთაწმინდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, კი 14 აპრილს, 11:00-15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში კი – 10:00-16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეთაგუროვის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 14 აპრილს, გეგმური სამუშაოების გამო 11:00-16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, ცინცაძის, უნივერსიტეტის, ფან-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში -11:00-16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV, V, VI კვარტლების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00- 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ჰოლბრუკის და იუნკერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 აპრილს, 11:00- 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები