ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. მან თავის საარჩევნო გეგმებზე სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეორგოლში ისაუბრა. New York Times-ის ცნობით, აშშ-ს“დემოკრატიული პარტია“ კლინტონის კანდიდატურას მხარს უჭერს. გამარჯვების შემთხვევაში კლინტონი ისტორიაში შევა, როგორც აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ქალი. 2008 წელს „დემოკრატიულმა პარტიამ“ ერთი რეკორდი უკვე დაამყარა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე შავკანიანი ბარაკ ობამა აირჩიეს. თავად ობამა ჰილარი კლინტონის კანდიდატურას მხარს უჭერს. მისი განცხადებით, ის „ბრწყინვალე პრეზიდენტი“ იქნებოდა. პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში კლინტონის პირველი ვიზიტი რამდენიმე დღეში შედგება – ის აიოვას შტატში გაემგზავრება, სადაც სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები