დნეპროპეტროვსკის ოლქში სამხედრო პოლიგონზე ბავშვი აფეთქდა
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ერთ-ერთ მიტოვებულ პოლიგონზე 13 წლის ბავშვი დაიღუპა. უკრაინის სამართალდამცველთა ინფრომაციით, ბიჭი სოფელ ზელიონი გაიში საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც მან აუფეთქებელი ჭურვი იპოვა. როდესაც მოზარდმა ის ხელში აიღო, აფეთქება მოხდა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.