გერმანია რუსეთს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე არ მიიწვევს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არ აპირებს რუსეთის მიწვევას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე. „ჩვენ ვერ მოვიქცევით ისე, თითქოს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ არაფერი მომხდარა. ამიტომ რუსეთისთვის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გზა დახურულია. მოსკოვმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა მინისტრმა. „დიდი შვიდეულის“ სამიტზე პუტინის მოწვევის რეკომენდაციით გერმანიის მთავრობას ბუნდესტაგის მემარცხენე ფრაქციებმა მიმართეს.