საქართველო ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქვეყნებს შორის მოხვდა
WIN/Gallup International-ის კვლევის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქვეყნებს შორის მოხვდა. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე რელიგიური ქვეყანა ტაილანდია, სადაც გამოკითხულთა 94% აცხადებს, რომ ის მორწმუნეა. ტაილანდის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 93% – სომხეთს, ბანგლადეშს, საქართველოსა და მაროკოს აქვთ. კვლევის თანახმად, ყველაზე ნაკლებად რელიგიური ქვეყანა ჩინეთია, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 7% მიიჩნევს თავს რელიგიურ პიროვნებად. კვლევა 65 ქვეყანაში ჩატარდა და სულ 64 000-მდე ადამიანი გამოიკითხა.