ამერიკაში 3 წლის ბიჭმა ერთი წლის ძმა პისტოლეტით მოკლა

აშშ-ს ქალაქ კლივლენდში სამი წლის ბიჭმა ერთი წლის ძმას თავში პისტოლეტი ესროლა, რის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ბიჭმა სახლში მშობლების მიერ დატოვებული იარაღი იპოვა და ძმას ესროლა. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, თუ საიდან აღმოჩნდა პისტოლეტი მარტოხელა დედის სახლში, რომელსაც სამი შვილი ჰყავს. ტრაგედიის მომენტში სახლში ერთი სრულწლოვანი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიცია დაღუპული ბავშვის მშობლებს ბრალს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები