„განო სამი თვის ფეხმძიმეა, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალების ამბავს უმალავდნენ”

მსახიობ კოტე თოლორდავას უეცარ გადაცვალებასთან დაკავშირებით, მისი სიმამრი კახა მელითაური “კვირის პალიტრასთან“ ყვება, რომ წინა ღამით, კოტე რესტორანში, გადასაღებ ჯგუფთან ერთად, 12 საათამდე იმყოფებოდა, სადაც მღეროდა და კარგ ხასიათზე იყო. სასტუმროს ნომერში პირველის ნახევარზე ავიდა. “როგორც გვითხრეს, წინა ღამეს, გადამღებ ჯგუფთან ერთად რესტორანში ღამის 12-საათამდე ბევრი უმღერია და კარგ ხასიათზეც ყოფილა.
სასტუმროს ნომერში კი პირველის ნახევრისთვის ასულა. მეორე დღეს, გადასაღებ მოედანზე რომ არ გამოჩნდა, მოიკითხეს და… ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. უმძიმესი ტრაგედიაა. ბოლო დროს განსაკუთრებულად ბედნიერი იყო, ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყოო. მოსკოვში მხოლოდ ორი სცენა ჰქონდა გადასაღები და ორ დღეში ბრუნდებოდა. ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. განო სამი თვის ფეხმძიმეა, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალების ამბავს უმალავდნენ, მოსკოვიდან ამის შესახებ პირველს მე შემატყობინეს… არ ვიცით, ამას როგორ გადავიტანთ“, -აცხადებს კახა მელითაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები