ტრამვაი, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა, რელსებიდან გადავიდა
ქალაქ კონსტანტინუვოში ტრამვაი, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი იმყოფებოდა, მოულოდნელად რელსებიდან გადავიდა. პოლონური გამოცემა Gazera Wyborcza-ს ინფორმაციით, რეტრო-ტრამვაი ძალიან ნელი სიჩქარით მოძრაობდა, ამიტომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრონისლავ კომაროვსკიმ ამ ავარიის შემდეგ ტრამვაით მოგზაურობა დაასრულა და პრეზიდენტის ლიმუზინში გადაჯდა.