რუსეთის კოსმოსურმა დაზვერვამ ორბიტაზე ჯაშუში თანამგზავრების დაჯგუფება აღმოაჩინა

რუსეთის კოსმოსურმა ძალებმა ორბიტაზე ჯაშუშ თანამგზავრთა დაჯგუფება აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთს უთვალთვალებენ. როგორც გენერალ- მაიორმა ოლეგ მაიდანოვიჩმა ტელეარხ „ზვეზდას“ განუცხადა, ეს თანამგზავრები „კოსმოსური ნაგვით“ იყვნენ შენიღბულები. ამასთანავე, გენერალი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნოდნენ ეს თანამგზავრები. რუსეთის კოსმოსური ძალები ამ დროისთვის 20 ათას თანამგზავრს აკვირდებიან. თავის მხრივ, მოსკოვს ამ ტიპის 140 აპარატი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები