სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები. თბილისის და სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები ქართულ ენაზე ლექსებს წაიკითხავენ. 14 აპრილს, 14:00 საათზე, ლიტერატურულ საღამოს წიგნის სახლ “ლიგამუსში” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გახსნის. ღონისძიების თანაორგანიზატორია საქართველოს გაეროს ასოციაცია. სახელმწიფო ენად ქართული 1978 წლის 14 აპრლის გამოცხადდა.