ავღანეთი აზერბაიჯანიდან ინვესტიციებს ელოდება
ავღანეთის მთავრობა აზერბაიჯანიდან ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებას ელოდება, – ამის შესახებ ბაქოში მყოფმა ავღანეთის სამთო მრეწველობის და ნავთობის მინისტრმა დაუდ შახ საბამ განაცხადა.
„ავღანეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გააქტიურებისთვის მთელი საკუთარი პოტენციალის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დღევანდელი დონე არც ერთ ქვეყანას არ აკმაყოფილებს, ამიტომ თანამშრომლობა უნდა გავაღრმაოთ“, – განაცხადა დაუდ შახ საბამ.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ოდენობის ინვესტიციებს განახორციუელებს აზერბაიჯანი ქვეყნის ეკონომიკაში. ავღანეთი დაინტერესებულია ინვესტიციებით ინფრასტრუტურის, ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში, რაშიც აზერბაიჯანს დიდი გამოცდილება აქვს.