აშშ-ში ახალი „პოლიციური სკანდალი“ მწიფდება – სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი სცემეს (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ არ ჩაცხრა ვნებათა ღელვა სამხრეთ კაროლინაში პოლიციელის მიერ ადამიანის მკვლელობის გამო და უკვე ახალი სკანდალი მწიფდება. ამჯერად ამერიკის საზოგადოების რისხვა კალიფორნიელ პოლიციელებს დაატყდა თავს, რომლებმაც ბოროტმოქმედის დაკავების დროს ის სასტიკად სცემეს. შესაბამისი ვიდეოკადრები ინტერნეტში გავრცელდა. მათზე ჩანს, რომ ბოროტმოქმედი დაკავების დროს პოლიციელებს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს და მიწაზე წვება. მიუხედავად ამისა, პოლიციელები მას ხელებით და ფეხებით სასტიკად სცემენ.
ნაცემ ადამიანს ფრენსის პასეკი ჰქვია. ის პერსონალური მონაცემების მოპარვაში იყო ეჭევმიტანილი. პოლიცია პასეკს რამდენიმესაათიანი დევნის შემდეგ დაეწია. დევნის ოპერაციაში ვერტმფრენიც კი მონაწილეობდა, სწორედ ვერტმფრენიდან არის გადაღებული დაკავებულის ცემის კადრები. 10-ვე პოლიციელი, რომელიც ფრენსის პასეკის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, გამოძიების მსვლელობის პერიოდში სამსახურეობრივ მოვალეობას ჩამოაშორეს. პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები