ჰილარი კლინტონი შეიძლება აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდეს

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთებას კვირას გეგმავს. ამ განცხადებას კლინტონი, სავარაუდოდ, სოციალური ქსელების მეშვეობით გააკეთებს.
კლინტონი აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ერთხელ უკვე იყრიდა – 2008 წელს. დღეს კი ის „დემოკრატიული პარტიის“ ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლება. ჰილარი კლინტონი ასევე ვიდეომიმართვის გავრცელებას აპირებს, რომელშიც საპრეზიდენტო კამპანიის ძირითად თემებს ჩამოაყალიბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები