ქსენია სობჩაკი: პუტინი აშშ-თვის იგივეს ნიშნავს, რასაც სადამ ჰუსეინი

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სოცილურ ქსელში წერს, რომ ვალდიმერ პუტინს შეერთებულ შტატებში ისევე უყურებენ, როგორც სადამ ჰუსეინს უყურებდნენ რამდენიმე წლის წინ.
„გუშინ ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავი, შემომეხვიენ მომღიმარე გამყიდველები და მეკითხებიან – რა ლამაზი კოსტიუმი გაცვიათ, ეს რა კომპანიის არის -Celine ხომ არ არის? არა – ვუპასუხე. – ეს russian designer-ია“, – წერს სობჩაკი.
მისი თქმით, სიტყვა „რუსულის“ გაგონებისას გამყიდველებს სახე შეეცვალათ და უკან დაიხიეს.
„ალბათ არ იცოდნენ, რა რეაქცია ჰქონოდათ იმაზე, რომ რუსეთშიც არის რაღაცა ლამაზი და არა მხოლოდ პუტინი და “vodka”, – წერს ქსენია სობჩაკი.
შეგახსენებთ, რომ ქსენია სობჩაკი რუსეთიდან ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ წავიდა, რადგანაც მას დაემუქრნენ, რომ შემდეგი მსხვერპლი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები