ხარკოვში საბჭოთა ბელადების სამი ძეგლი დაანგრიეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვში გასულ ღამეს სამი საბჭოთა ბელადის – ორჯონიკიძის, სვერდლოვის და რუდნევის ძეგლები დაანგრიეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ძეგლები უცნობმა პირებმა დაანგრიეს.
ისინი ძეგლებს ჯაჭვებს ამაგრებდნენ და შემდეგ მიკროავტობუსებით პოსტამენტებიდან ხსნიდნენ. 9 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლოები უკრაინაში კანონგარეშედ გამოცხადდა.
აქციის ორგანიზატორებმა ორჯონიკიძე, რუდნევი და სვერდლოვი „ტოტალიტარული წარსულის წარმომადგენლებად“ გამოაცხადეს. უკრაინის ქალაქებში მანამდე ლენინის რამდენიმე ძეგლი იყო დანგრეული, მათ შორის კიევში და ხარკოვში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები