ბარაკ ობამამ და რაულ კასტრომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ ერთმანეთს ხელი პანამაში ჩამოართვეს, სადაც ამერიკის კონტინენტების სამიტი მიმდინარეობს.
ღონისძიებაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 33 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, რომელსაც კუბის ლიდერი პირველად ესწრება. სამიტზე მთავარი განსახილველი საკითხები სწორედ ვაშინგტონისა და ჰავანის ურთიერთობების ნორმალიზებაა, ასევე აშშ-სა და ვენესუელას შორის ორმხრივი ურთრთოებების გამწვავება.
აშშ-მ და კუბამ ცოტა ხნის წინ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ორმხრივი ნაბიჯები გადადგეს. კერძოდ ვაშინგტონი ჰავანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოვიდა, რაზეც კუბამ თანხმობა განაცხადა.