არგენტინის სასამართლომ ჯასტინ ბიბერის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

არგენტინელმა მოსამართლემ ალბერტო ხულიო ბანიოსმა კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მომღერალს 2013 წელს ადგილობრივი ფოტოგრაფის ცემაში ადანაშაულებენ. ბიბერი დაკითხვაზე იყო გამოძახებული, ამგარმ არ გამოცხადდა. ახლა არგენტინის ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში, მას სასამართლოში იძულებით მიიყვანენ. ფოტოგრაფთან დაკავშირებული ინციდენტი 2013 წლის ნოემბერში მოხდა. არგენტინის დედაქალაქში ერთ-ერთი პაპარაცი ბიბერის გადაღებას ღამის კლუბთან ცდილობდა. მომღერლის დაცვამ ფოტოგრაფი სცემა და კამერა წაართვა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაცვამ ფოტოგრაფს ფიზიკური შეურაცხყოფა ბიბერის დავალებით მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები